გააგზავნე საქართველო ფოსტით

მოუსმინე საქართველოს უცხოელ მეგობრებს და აჩვენე, როგორი მასპინძლობა ვიცით

ნახე ვიდეო და გაიგე როგორ მუშაობს პლატფორმა

მიჰყევი ინსტრუქციას

მასპინძელი
ეტაპი 1
გამარჯობა

დაათვალიერე საქართველოზე შეყვარებული უცხოელების ვიდეოები ადრესატების გვერდზე.

შეარჩიე შენთვის ყველაზე საინტერესო ადრესატი.

მოიფიქრე და გაამზადე საჩუქარი, რომელიც შენი წარმოდგენით ყველაზე მეტად გამოხატავს ერთ ამანათში ჩატეულ საქართველოს.

ეტაპი 2
წარადგინე საჩუქარი

შედი შერჩეული ადრესატის ვიდეოს გვერდზე, დააჭირე ღილაკს “გაუგზავნე საჩუქარი” და მიჰყევი ინსტრუქციას.

საჩუქრის ნომინირების შემდეგ, ყველაზე რელევანტურ საჩუქარს ადრესატისთვის შეარჩევს საქართველოს ფოსტა და უზრუნველჰყოფს თქვენგან საჩუქრის წამოღებას.

ეტაპი 3
გააგზავნე ამანათი უფასოდ

საქართველოს ფოსტა უფასოდ ჩაიტანს თქვენს მიერ შერჩეულ საჩუქარს ადრესატამდე, სადაც არ უნდა იყოს იგი.

დავუმტკიცოთ სამყაროს, რომ საქართველო ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა, იმ დროსაც კი, როცა ჩვენი სტუმრები ფიზიკურად ვერ ახერხებენ ჩამოსვლას.