წესები და პირობები

 

თქვენ (შემდგომში „მომხმარებელი“) აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ მინიმუმ 18 წლის ხართ ან სტუმრობთ ვებგვერდს georgiabypost.com (შემდგომში „ვებგვერდი“) მშობლის ან წარმომადგენლის მეთვალყურეობით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს ან შესაბამისი კანონმდებლობით.

თქვენ კითხულობთ „პირობებს“, რომლებიც მართავს ურთიერთობას და ასრულებს შეთანხმების როლს თქვენსა და ჩვენ შორის, აგრეთვე ადგენს პირობებს, რომელთა მიხედვით შეგიძლიათ წვდომა იქონიოთ ვებგვერდზე და ისარგებლოთ მისი მომსახურებით.

ვებგვერდით სარგებლობამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე პირობები და დარწმუნდეთ, რომ გესმით ისინი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირებით თქვენ თანახმა ხართ, რომ შეიბოჭოთ თავი ამ პირობებით. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, თქვენ ვერ შეძლებთ ვებგვერდზე დარეგისტრირებას და მომსახურებით სარგებლობას, შესაბამისად,  დაუყოვნებლივ უნდა გახვიდეთ ვებგვერდიდან. თუ თქვენ განაგრძობთ ვებგვერდის გამოყენებას ან თუ გააგზავნით/მიიღებთ საჩუქარს/ამანათს, ჩვენ თქვენს ქმედებას ჩავთვლით ამ პირობებზე თანხმობად.

 

რეგისტრაცია

ჩვენს ვებგვერზე რეგისტრაციისთვის და მომსახურების მისაღებად ვებგვერდი მოგთხოვთ პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას. კერძოდ, უნდა მოგვაწოდოთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი (არასავალდებულოა პირებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები), ელექტრონული ფოსტის მისამართი (არასავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის), მომხმარებლის სახელი და პაროლი რეგისტრაციისთვის, მისამართი (ქვეყანა, ქალაქი, ზიპ-კოდი) და სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია, მითითებისამებრ.

როდესაც ვებგვერდით სარგებლობთ ან აგზავნით ელექტრონულ შეტყობინებას სარგებლობის მიზნით, თქვენ ამყარებთ ელექტრონულ კომუნიკაციას ჩვენთან. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ თქვენთან კომუნიკაცია განვახორციელოთ ელექტრონულად. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ყველა შეთანხმება, შეტყობინება, გამჟღავნება და სხვა კომუნიკაცია, რომელსაც გაწვდით ელექტრონულად, აკმაყოფილებს ნებისმიერ სამართლებრივ მოთხოვნას რომლის თანახმად ამგვარი კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს წერილობით.

თქვენ ეთანხმებით, რომ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი (ჩვენი და სხვების წინაშე) იმ მოქმედებებისთვის, რომლებიც ხორციელდება თქვენს ანგარიშზე. ანგარიშის შექმნისას უნდა უზრუნველყოთ ზუსტი ინფორმაციის მოწოდება თქვენ შესახებ და უნდა შექმნათ  მხოლოდ ერთი ანგარიში მკაცრად განსაზღვრული პერსონალური მიზნებისთვის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ ანგარიში, წავშალოთ ან  გავთიშოთ თქვენ მიერ ატვირთული ან გაზიარებული ნებისმიერი კონტენტი ნებისმიერ დროს, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ არ დააკმაყოფილებთ წინამდებარე „პირობების“ რომელიმე დებულებას, ან თქვენს ანგარიშზე შენიშნული იქნება მოქმედებები, რომლებიც ჩვენი ერთპიროვნული შეხედულებით, შესაძლოა ზიანს აყენებდეს ან ზიანი მიაყენოს მესამე მხარეს, ან ლახავდეს და არღვევდეს ამ უკანასკნელის უფლებებს ან ირღვეოდეს მოქმედი კანონმდელობა და რეგულაციები.

 

პასუხისმგებლობა წვდომაზე

 

ჩვენ შეიძლება მოგანიჭოთ პაროლი და საიდენტიფიკაციო ანგარიში, რათა გაგიაქტიურდეთ წვდომა ჩვენი ვებგვერდის გარკვეულ ნაწილზე და მოგცეთ მისი გამოყენების შესაძლებლობა. ყოველთვის, როდესაც იყენებთ პაროლს ან იდენტიფიკაციის ანგარიშს, მიიჩნევა, რომ უფლებამოსილი ხართ წვდომა იქონიოთ ვებგვერდზე და გამოყენოთ ის ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად, და ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, გამოვიკვლიოთ ვებგვერდზე ნებისმიერი ასეთი წვდომის ან მისი გამოყენების წყაროს უფლებამოსილება.

თქვენ ერთპიროვნულად იქნებით პასუხისმგებელი ამ ვებგვერდის ყველა წვდომასა და გამოყენებაზე ნებისმიერი პირის მიერ, რომელიც სარგებლობს თავდაპირველად თქვენთვის მონიჭებული პაროლით და იდენტიფიკაციით, მიუხედავად იმისა, ამგვარი წვდომა და გამოყენება ნებადართულია თუ არა თქვენ მიერ, რაც მათ შორის და არა მხოლოდ, ეხება ყველა კომუნიკაციას და გადაცემას, ასევე ყველა ვალდებულებას, რომელიც წარმოიშობა ამგვარი წვდომის ან გამოყენების მეშვეობით.

თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენთვის მონიჭებული პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალურად შენახვაზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ თქვენი პაროლის ან იდენტიფიკაციის ანგარიშის არაავტორიზებული გამოყენების შესახებ ან ამ ვებგვერდის უსაფრთხოების ნებისმიერი სხვა დარღვევის ან დარღვევის საფრთხის შესახებ.

 

გამოქვეყნებული კონტენტი

 

ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონტენტი განკუთვნილია მხოლოდ ჩვენი მომსახურების უზრუნველყოფისა და გართობის მიზნებისთვის. ამ ვებგვერდზე გაზიარებული კონტენტი ან გამოხატული მოსაზრება ეკუთვნის პირს, რომელიც განათავსებს ამგვარ კონტენტს ან გამოხატავს მოსაზრებას და შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჩვენს მოსაზრებებს.

ნებისმიერი „სამომხმარებლო კონტენტი“ ჩაითვლება არაკონფიდენციალურად. თქვენ არ უნდა დაპოსტოთ/ატვირთოთ ნებისმიერი „სამომხმარებლო კონტენტი“, რომელსაც თვლით კონფიდენციალურად ან სხვა პირის პირად, კუთვნილ ინფორმაციად. ჩვენს ვებგვერდზე „სამომხმარებლო კონტენტის“ ატვირთვით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და ადასტურებთ, რომ აღნიშნული „სამომხმარებლო კონტენტი“ თქვენ გეკუთვნით ან კონტენტის ნებისმიერი ნაწილის მფლობელისგან მიღებული გაქვთ ყველა აუცილებელი ნებართვა (მათ შორის, ნებისმიერი აუცილებელი ლიცენზია), თანხმობა ან უფლებამოსილება ამგვარი „სამომხმარებლო კონტენტის“ გაზიარებაზე ან/და სხვაგვარად გამოყენებაზე.

„სამომხმარებლო კონტენტის“ განთავსებისას ჩვენს „მომსახურებებში“ ამ მათი მეშვეობით, თქვენ უარს აცხადებთ ამგვარ „სამომხმარებლო კონტენტთან“ დაკავშირებული ნებისმიერი მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების წინასწარი შემოწმების ან დადასტურების ნებისმიერ უფლებაზე. თქვენ ასევე უარს აცხადებთ თქვენი „სამომხმარებლო კონტენტის“ ან მისი რომელიმე ნაწილის კონფიდენციალობის, საჯაროობის ან მსგავსი ხასიათის ნებისმიერ სხვა უფლებაზე, ან ნებისმიერ უფლებაზე, რომელიც კავშირშია „სამომხმარებლო კონტენტთან“. იმ ხარისხით, რომლითაც რომელიმე მორალური უფლება არ შეიძლება გადაცემადი ან მინიჭებადი იყოს, თქვენ უარს აცხადებთ და თანახმა ხართ არასდროს დაიცვათ რომელიმე და ყველა მორალური უფლება, ან მხარი დაუჭიროთ, შეინარჩუნოთ ან ნება დართოთ ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაფუძნებულია რომელიმე მორალურ უფლებაზე, რომელიც შესაძლოა გქონდეთ იმ ნებისმიერ „სამომხმარებლო კონტენტში“ ან მასთან მიმართებაში, რომელსაც აქვეყნებთ ჩვენს „სერვისებში“ ან მათი მეშვეობით. 

ჩვენ, ან უფლებამოსილი მესამე მხარეები, ვიტოვებთ თქვენი კონტენტის ამოჭრის,  რედაქტირების ან გამოქვეყნებაზე უარის უფლებას  ჩვენი ან მათი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ. თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული წინამდებარე შეთანხმების რომელიმე ნაწილში ან ვებგვერდზე, ყველაფერი, რასაც თქვენ აგზავნით, ტვირთავთ, განათავსებთ ვებგვერდზე ან/და გვაწვდით ჩვენ, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ფოტოებს, ვიდეოს, იდეებს, მეთოდებს, შეკითხვებს, მიმოხილვებს, კომენტარებს და შეთავაზებებს, წარმოადგენს არაკონფიდენციალურ და არა კერძო მასალას და განიხილება ასეთად და ჩვენ გვექნება ამგვარი განთავსებების/კონტენტის გამოყენების, კოპირების, გავრცელების, ჩვენების, გამოქვეყნების, შესრულების, გაყიდვის, დაგირავების, გადაცემის, ადაპტირების, წარმოებული ნამუშევრების შექმნის როილტისგან თავისუფალი, უსასყიდლო, გლობალური მასშტაბის, უვადო,  გამოუხმობადი და გადაცემადი უფლება ნებისმიერი საშუალებთ და ფორმით, ასევე, ამგვარი განთავსებების თარგმნის, მოდიფიცირების, რეინჟინერინგის, დაშლის ან დეკომპილაციის  უფლება. ყველა განთავსება ავტომატურად ხდება ჩვენი სრული და ექსკლუზიური საკუთრების ობიექტი, მაშინაც კი, თუ მოგვიანებით ან დაუყოვნებლივ წაშლით მას ვებგვერდიდან.

როდესაც ტვირთავთ კონტენტს ან ათავსებთ შეფასებას ვებგვერდზე, ამით გვაძლევთ უფლებას გამოვიყენოთ სახელი, რომელსაც განათავსებთ/ტვირთავთ ნებისმიერ შეფასებასთან ან სხვა კონტენტთან ერთად, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, ასეთ მიმოხილვასა ან კონტენტთან დაკავშირებით. თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ ფლობთ ან, სხვაგვარად, აკონტროლებთ ყველა უფლებას შეფასებებზე და სხვა კონტენტზე, რომელსაც აქვეყნებთ ვებგვერდზე და რომ ჩვენ მიერ თქვენი მიმოხილვების ან კონტენტის გამოყენება არ შელახავს ან დაარღვევს მესამე მხარის უფლებებს. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ყალბი ელექტრონული ფოსტის მისამართი, არ წარმოადგინოთ თავი სხვა პირად გარდა საკუთარისა ან სხვაგვარად შეცდომაში არ შეგვიყვანოთ ჩვენ ან მესამე მხარეები განთავსებული მასალის ან კონტენტის წარმომავლობასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია, თუმცა არ ვართ ვალდებულნი, რაიმე მიზეზით წავშალოთ ან რედაქტირებას დავუქვემდებაროთ რომელიმე განთავსებული მასალა/კონტენტი.

თქვენ იაზრებთ და თანახმა ხართ, რომ როდესაც თვალს ავლებთ სხვათა კონტენტს ჩვენს ვებგვერდზე, ამას აკეთებთ საკუთარი რისკით. ჩვენ არ ვაკეთებთ განცხადებებს, არ ვიძლევით გარანტიებს, გამოხატულს ან ნაგულისხმევს, რომ კონტენტი (მათ შორის სამომხმარებლო კონტენტი) ზუსტი, სწორი ან აქტუალურია.

ჩვენ არ ვიძლევით ნებისმიერი „სამომხმარებლო კონტენტის“ ან ჩვენი კონტენტის სიზუსტის, მთლიანობის, სათანადოობის ან ხარისხის გარანტიას, და არანაირ გარემოებაში არ ვკისრულობთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ კონტენტზე. ჩვენ არ ვკისრულობთ პასუხისმგებლობას ჩვენ ან უფლებამოსილი მესამე მხარეების მიერ გამოქვეყნებულ, მომხმარებელთა მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ კონტენტზე.

თუ ჩვენი კონტენტი შეიცავს მესამე მხარეების მიერ წარმოდგენილ სხვა გვერდების ბმულებს და რესურსებს, მათ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვთ. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ აღნიშნული გვერდებისა და რესურსების კონტენტებს. ამგვარი ბმულები არ უნდა იქნეს აღქმული როგორც ჩვენ მიერ სანქცირებული ვებგვერდები ან ინფორმაცია, რომელსაც მათი მეშვეობით მოიპოვებთ. თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებულნი წინასწარ შევამოწმოთ, თვალი ვადევნოთ, გადავხედოთ ან დავარედაქტიროთ თქვენ ან ვებგვერდის სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი კოტენტი (მათ შორის სამომხმარებლო კონტენტი).

 

მომსახურების აღწერილობა

 

თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ მოკლე ბიოგრაფიული ტექსტი და პროფილის სურათი თქვენს საჯარო მომხმარებლის პროფილში. თქვენ ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ ვიდეო თქვენს შესახებ მოკლე აღწერილობით ჩვენს ვებგვერდზე. ვიდეოები და ფოტოები, რომლებსაც საჯაროდ აქვეყნებთ, ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე.

ვინაიდან თქვენ მიერ მიღებული ამანათები/საჩუქრები შერჩეულია და იგზავნება ფიზიკური პირების მიერ, ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ მიიღებთ შესაბამის ამანათს/საჩუქარს და, შესაბამისად, მისით კმაყოფილი იქნებით. ჩვენ ვერანაირად ვერ ვაკონტროლებთ და ვერც პასუხისმგებლობას ვიღებთ ფიზიკური პირების მიერ გამოგზავნილ ამანათებზე/საჩუქრებზე (მათ შორის, მათ ხარისხზე, რაოდენობაზე, ფერზე, ზომაზე, ხასიათზე და ა.შ.). ჩვენ უფლება გვექნება უარი განვაცხადოთ ამანათის/საჩუქრის გაგზავნაზე ან გავაუქმოთ ნებისმიერი შეკვეთა.

 

აკრძალული კონტენტი და მოქმედება

 

თქვენ არ უნდა ატვირთოთ, გაავრცელოთ ან სხვაგვარად გამოაქვეყნოთ ამ ვებგვერდის საშუალებით ნებისმიერი კონტენტი (ფოტო, ვიდეო, პასუხები, გამოხმაურებები, კომენტარები, მოსაზრებები, ანალიზი ან რეკომენდაციები), ინფორმაცია ან სხვა მასალა, რომელიც:

(ა) არღვევს ან შეიძლება დაარღვიოს ან შელახოს ნებისმიერი სხვა პირის საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშანი ან სხვა ინტელექტუალური საკუთრება ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები;

(ბ) არის ცილისმწამებლური, შეურახცმყოფელი, სიძულვილის ენის შემცვლელი, დისკრიმინაციული ხასიათის ნებისმიერი ადამიანის მიმართ, შეურაცხმყოფელი, ღვარძლიანი ან წამქეზებელი, მუქარის შემცველი, უხამსი, უწმაწური, პორნოგრაფიული შინაარსის ან შესაძლოა წარმოშვას სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს ან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; ან

(გ) წარმოადგენს, წაახალისებს ან უზრუნველყოფს ინსტრუქციებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე, საშიში საქმიანობის განხორციელებაზე ან თვითდაზიანებაზე;

(დ) მიზანმიმართულად არის შექმნილი ადამიანების პროვოცირებისთვის, განსაკუთრებით „ტროლინგი“ და ბულინგი, ან მიზნად ისახავს ხალხის შევიწროებას, ზიანის მიყენებას, ტკივილის მიყენებას, შეშინებას, დასტრესვას, შერცხვენას ან განაწყენებას;

(ე) შეიცავს ნებისმიერი სახის მუქარას, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის მუქარას;

(ვ) არის რასისტული ან დისკრიმინაციული, მათ შორის, დისკრიმინაცია რასის, რელიგიის, ასაკის, სქესის, ინვალიდობის ან სექსუალობის საფუძველზე და ა.შ.;

(ზ) მოიცავს დეფექტებს, ვირუსებს, კომპიუტერულ ვირუსებს, ხაფანგებს ან სხვა მავნე კოდს ან თვისებებს;

(თ) ჩვენი საკუთარი შეხედულებისამებრ, არასასურველია ან სხვა ნებისმიერ პირს უზღუდავს ან უფერხებს ვებგვერდის გამოყენებას, ან შესაძლოა დაგვაქვემდებაროს ჩვენ, ვებგვერდი ან მისი მომხმარებლები რაიმე სახის ზიანს ან პასუხისმგებლობას.

 

თქვენ არ შეგიძლიათ:

 

(ა) ჩვენს ვებგვერდზე შესვლა ან მისი გამოყენება, თუ თქვენ სამართლებრივად არ ფლობთ იმ უფლებაუნარიანობას, რომელიც საჭიროა ამ ვებგვერდის მოხმარების პირობების დასათანხმებლად, ან არ გაქვთ თანხმობა თქვენი მშობლის ან/და წარმომადგენლისგან, რომ ისარგებლოთ აღნიშნული „მომსახურებით“;

(ბ) გააკეთოთ არასანქცირებული ასლები, გადმოწეროთ, რეპროდუცირება მოახდინოთ, შეცვალოთ, გადააკეთოთ, თარგმნოთ, მოახდინოთ რევერსიული ინჟინერია, განაცალკევოთ, გაანაწილოთ, გადასცეთ, მაუწყებლოს მეშვეობით გამოაქვეყნოთ, დემონსტრირება მოახდინოთ, გაყიდოთ, ლიცენზიება მოახდინოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ ნებისმიერი მიზნისთვის, განახორციელოთ ვებგვერდის კონტენტის ნებისმიერი წარმოებული ნამუშევრის დეკომპილაცია ან შექმნა ან განსაზღვროთ ან შეეცადოთ განსაზღვროთ ნებისმიერი წყაროს კოდი, ალგორითმი, მეთოდი ან ტექნიკა ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

(გ) განახორციელოთ მთლიანი კონტენტის ან მისი ნაწილის ან მათი კონტენტიდან ნაწარმოები მასალის გავრცელება, ლიცენზირება, გადაცემა ან გაყიდვა;

(დ) ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე გამოიყენოთ ვებგვერდი ნებისმიერი კომერციული ან არაავტორიზებული მიზნისთვის, მათ შორის, კომერციული რეკლამირების კომუნიკაციის ან ხელშეწყობის მიზნით, შუამდგომლობისა ან სპამის გასაგზავნად;

(ე) ხელი შეუშალოთ ან შეეცადოთ ხელი შეუშალოთ ვებგვერდის გამართულ მუშაობას, ზიანი მიაყენოთ ჩვენს ვებგვერდს ან ვებგვერდთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქსელს, ან გვერდი აუაროთ ნებისმიერ ზომებს, რომლებსაც შეიძლება ვიყენებდეთ ვებგვერდზე წვდომის პრევენციისთვის ან შეზღუდვისთვის;

(ვ) ჩართოთ ვებგვერდი ან მისი ნებისმიერი ნაწილი სხვა პროგრამაში ან პროდუქტში. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ მომსახურებაზე, შევაჩეროთ ანგარიშები ან შევზღუდოთ ვებგვერდზე წვდომა, საკუთარი შეხედულებისამებრ;

(ზ) გამოიყენოთ ავტომატიზირებული სკრიპტები ვებგვერდიდან ინფორმაციის შეგროვების ან ვებგვერდთან სხვაგვარი ურთიერთქმედების მიზნით;

(თ) საკუთარი თავის სხვა ნებისმიერ პიროვნებად ან იურიდიულ პირად გასაღება, ან ცრუ განცხადების გაკეთება ან სხვაგვარად, საკუთარი თავის ან თქვენი კავშირის ნებისმიერ პიროვნებასთან არ იურიდიულ პირთან, მცდარად წარმოდგენა; მათ შორის, ისეთი შთაბეჭდილების მოხდენა, რომ ნებისმიერი კონტენტი, რომელსაც ტვირთავთ, აქვეყნებთ, გადასცემთ, ავრცელებთ ან სხვაგვარად ხელმისაწვდომს ხდით, გამომდინარეობს ვებგვერდიდან;

(ი) სხვისი დაშინება ან შევიწროება, ან გულახდილი სექსუალური, რასიზმზე, სქესზე, რელიგიაზე, ეროვნულობაზე, შეზღუდული შესაძლებლობებზე, სექსუალურ ორიენტაციაზე ან ასაკზე და ა.შ. დაფუძნებული მასალების წახალისება;

(კ) სხვისი ანგარიშის, სერვისის ან სისტემის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა ჩვენგან ნებართვის მიღების გარეშე, ან ყალბი პირადობის შექმნა;

(ლ) ვებგვერდის გამოყენება იმგვარი ფაილების ასატვირთად, გადასაცემად, გასავრცელებლად, შესანახად ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გასახდელად ნებისმიერი ფორმით, რომლებიც: შეიცავს ვირუსებს, ტროას ვირუსს, კომპიუტერულ ვირუსებს, ლოგიკურ ბომბებს ან სხვა მასალას, რომელიც არის მავნე ან ტექნოლოგიურად საზიანო.

 

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ ამოვიღოთ, ავკრძალოთ, დავბლოკოთ, წავშალოთ გამოქვეყნებული კონტენტი ან გავთიშოთ წვდომა მასზე, რაიმე მიზეზით ან მიზეზის გარეშე. ზოგიერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ კონტენტი ან გავთიშოთ მასზე წვდომა, შეიძლება გამოწვეულ იქნას იმის გამოვლენით, რომ კონტენტი საეჭვო შინაარსისაა, არღვევს მოცემულ პირობებს ან სხვაგვარად საზიანოა ჩვენი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს უფლება - მაგრამ არა ვალდებულება - ჩვენი შეხედულებისამებრ ამოვიღოთ, ავკრძალოთ, დავბლოკოთ ან წავშალოთ ნებისმიერი „სამომხმარებლო კონტენტი“

  • რომელიც, ჩვენი მოსაზრებით, არღვევს პირობებს, ან
  • სხვა მომხმარებლების ან მესამე მხარის საჩივრების საფუძველზე, გაფრთხილებით ან გაფრთხილების გარეშე და თქვენ წინაშე ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გირჩევთ, თქვენს პერსონალურ მოწყობილობაზე (მოწყობილობებზე) შეინახოთ ნებისმიერი „სამომხმარებლო კონტენტის“ ასლები, რომელსაც უგზავნით „მომსახურებებს“, თუ გსურთ, რომ უზრუნველყოთ მუდმივი წვდომა აღნიშნული „სამომხმარებლო კონტენტის“ ასლებზე.

 

ჩვენ ასევე გვაქვს უფლება, გავუმჟღავნოთ თქვენი ვინაობა ნებისმიერ მესამე მხარეს, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს, რომ თქვენ მიერ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ან ატვირთული „სამომხმარებლო კონტენტი“  არღვევს მისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

 

ინტელექტუალური საკუთრება

 

ჩვენ პატივს ვცემთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და თქვენგანაც იგივეს მოვითხოვთ. ვებგვერდზე შესვლისა და გამოყენების პირობას წარმოადგენს თქვენი თანხმობა, რომ არ დაარღვევთ ნებისმიერი პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ვებგვერდით სარგებლობისას.

თუ წინამდებარე პირობებში პირდაპირ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თქვენ ან თქვენი „სამომხმარებლო კონტენტის“ მფლობელს კვლავ გეკუთვნით საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებები თქვენ მიერ ვებგვერდზე ატვირთულ „სამომხმარებლო კონტენტთან“ მიმართებაში, თუმცა „სამომხმარებლო კონტენტის“ განთავსებით, გვანიჭებთ ჩვენ და ჩვენს პარტნიორულ კომპანიებს, პარტნიორებს და სხვა დაკავშირებულ მესამე მხარეებს უპირობო შეუქცევად, არაექსკლუზიურ, საავტორო გადასახადისგან თავისუფალ, სრულად გადაცემად (ქვე-ლიცენზირების ჩათვლით), გლობალური მასშტაბის მუდმივ ლიცენზიას, რათა გამოვიყენოთ, შევცვალოთ, მოვახდინოთ ადაპტირება, რეპროდუცირება, წარმოებული ნამუშევრების მომზადება, გამოქვეყნება ან/და გადაცემა ან/და გავრცელება და უფლებამოსილება მივანიჭოთ სხვა მომხმარებლებისა და სხვა მესამე მხარეებს, რათა მოახდინონ ამჟამად ცნობილი ან შემდგომში შექმნილი თქვენი „სამომხმარებლო კონტენტის“ ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ პლატფორმაზე ნახვა, წვდომა, გამოყენება, ჩამოტვირთვა, შეცვლა, ადაპტაცია, რეპროდუცირება, წარმოებული ნამუშევრევის შექმნა, გამოქვეყნება ან/და გადაცემა. შემდგომში, ჩვენ, ჩვენთან აფილირებულ პირებს და ჩვენს პარტნიორულ კომპანიებს, პარტნიორებსა და სხვა დაკავშირებულ მესამე მხარეებს გვანიჭებთ საავტორო გადასახადისგან თავისუფალ ლიცენზიას თქვენი მომხმარებლის სახელის, სურათისა და ხმის გამოსაყენებლად, თქვენი, როგორც ნებისმიერი თქვენი „სამომხმარებლო კონტენტის“ წყაროდ იდენტიფიცირებისთვის.

ყველა ტექსტი, გრაფიკა, ღილაკის ნახატი, გამოსახულება, აუდიოკლიპი და პროგრამა ექსკლუზიურად ეკუთვნის  შპს „საქართველოს ფოსტას“ ან მასთან აფილირებულ პირებს. გვერდის („კომპილაციის“) ყველა კონტენტის შეგროვების, მოწყობის და აწყობის ექსკლუზიური უფლება აქვს შპს „საქართველოს ფოსტას“ ან მასთან აფილირებულ პირებს. ვებგვერდზე გამოყენებული ყველა პროგრამა ("პროგრამული უზრუნველყოფა") წარმოადგენს შპს „საქართველოს ფოსტას“ ან მასთან აფილირებული კომპანიების ან მისი პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების საკუთრებას. კონტენტი, კომპილაცია და პროგრამული უზრუნველყოფა დაცულია საქართველოს და საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონებით.

 

კონფდენციალობის პოლიტიკა

 

ჩვენი მეთოდების უკეთ აღსაქმელად, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკას, რომელიც ასევე მართავს თქვენს ვიზიტებს ამ ვებგვერდზე.

 

შეწყვეტა და შეწყვეტის გავლენა

 

სამართელბრივ და საპირწონე დაცვის საშუალებების გამოყენებასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე შეგიწყვიტოთ ხელშეკრულება ან გამოვიხმოთ ამ ხელშეკრულებით მონიჭებული ნებისმიერი ან ყველა უფლება. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ვებგვერდზე ყველა წვდომა და მისი გამოყენება და ჩვენ, სხვა ნებისმიერ სამართელბრივ და საპირწონე დაცვის საშუალებებისთან ერთად, დაუყოვნებლივ გავაუქმებთ თქვენთვის გაცემულ პაროლებსა და ანგარიშების საიდენტიფიკაციო მონაცემებს და შეგიწყვეტთ ამ ვებგვერდზე წვდომას მთლიანად ან ნაწილობრივ და მისი გამოყენების შესაძლებლობას. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს მხარეთა შესაბამის უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოშობილია შეწყვეტის თარიღამდე.

 

ბმულები

 

მოცემული ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ინტერნეტის სხვა ვებგვერდების ბმულებს, რომლებიც მესამე მხარეების საკუთრებაა. თქვენ აცნობიერებთ, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ნებისმიერი ამგვარი ვებგვერდის მუშაობაზე ან მათზე ან მათი საშუალებით განთავსებულ კონტენტზე.

 

დაცვის საშუალებები

 

თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენი სამართლებრივი დაცვის საშუალებები ხელშეკრულების ნებისმიერი ფაქტობრივი ან საფრთხის შემცველი დარღვევისთვის შესაძლოა არასაკმარისი იყოს და ვისარგებლებთ სასამართლო აკრძალვის კონკრეტული განხორციელების უფლებით ან ორივე მათგანით - ზიანის მოყენების შემთხვევაშიც, რომლის ანაზღაურების კანონიერი უფლება გვექნება, დავის ნებისმიერი ფორმით გადაჭრის გონივრულ ხარჯებთან ერთად, მათ შორის, ადვოკატის ჰონორარისაც, შეუზღუდავი ოდენობით. ჩვენი არცერთი სამართლებრივი დაცვის საშუალება არ წარმოადგენს ექსკლუზიურს სხვა ნებისმიერ უფლებასთან მიმართებაში, იქნება ეს კანონიერი თუ სამართლიანი, მათ შორის, შეუზღუდავად, სასამართლო აკრძალვები ზიანის ანაზღაურებაზე; მოსაკრებლები და ხარჯები. არანაირი შემთხვევა ან ჩვენ მიერ უარის თქმა უფლებებზე ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე  ამ პირობების თანახმად, არ გვაკისრებს მსგავსი ან სხვა უარის რაიმე ვალდებულებას სამომავლოდ.

 

გამოყენებადი სამართლებრივი ნორმა

 

ვებგვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, რომ საქართველოს ყველა შესაბამისი საკანონმდებლო აქტი, სამართლის კონფლიქტის პრინციპის გათვალისწინების გარეშე, განაგებს გამოყენების პირობებსა და ნებისმიერ დავას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და ჩვენს შორის.

 

დავები

 

ნებისმიერი დავა ან პრეტენზია, რომელიც გამომდინარეობს ვებგვერდის, ჩვენი პროდუქტების ან ჩვენ მიერ ან ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით გავრცელებული მომსახურებების გამოყენებიდან, გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ.

 

ხელშეკრულების დებულებათა ავტონომიურობა

 

თუ წინამდებარე დებულებათაგან რომელიმე ჩაითვლება ძალადაკარგულად, ბათილად ან რაიმე მიზეზით განუხორციელებლად, მოცემული პირობა განიხილება ინდივიდუალურად და არ იმოქმედებს  სხვა დებულების ნამდვილობასა და განხორციელებაზე.

 

ცვლილებები პირობებში

 

ჩვენ დროდადრო ვცვლით წინამდებარე პირობებს, მაგალითად, როდესაც ჩვენი „მომსახურებების“ ფუნქციონალურობას ვანახლებთ ან ნორმატიული ცვლილებები ხორციელდება. შესაბამისად, გირჩევთ, პერიოდულად გადახედოთ ამ გვერდს და შეამოწმოთ, ხომ არ განიცადა ცვლილებები. ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ამ გვერდზე ახალი „პირობების“ განთავსებით. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ამ გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.