კონფიდენციალობის პოლიტიკა

 

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა მოქმედებს ვებგვერდისთვის (georgiabypost.com), რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულ მომსახურებას (შემდგომში „მომსახურება“).

 

ამ გვერდის დანიშნულებას წარმოადგენს ვებგვერდის ვიზიტორების/მომხმარებლების ინფორმირება ჩვენ მიერ პერსონალური ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების და გამჟღავნების პოლიტიკების თაობაზე, იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე გადაწყვეტს აღნიშნული ვებგვერდით სარგებლობას.

 

თუ რეგისტრირდებით ჩვენს ვებგვერდზე, ეს ნიშნავს, რომ თანხმობას აცხადებთ ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, გამოიყენება „მომსახურების“ გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ გამოვიყენებთ თქვენს ინფორმაციას ან გავუზიარებთ მას გარეშე პირს სხვა მიზნებისთვის, გარდა წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკით გათალისწინებული მიზნებისა.

 

ინფორმაციის შეგროვება

 

ჩვენი ვებგვერდით/მომსახურებით უფრო მოხერხებულად სარგებლობისთვის, შესაძლოა მოგთხოვოთ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რომელიც მოიცავს შემდეგს, თუმცა არ შემოიფარგლება მოყვანილი ჩამონათვალით:

(ა) თქვენი სახელი და გვარი;

(ბ) ტელეფონის ნომერი (არასავალდებულოა პირებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები);

(გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი (არასავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის);

(დ) მომხმარებლის სახელი და პაროლი რეგისტრაციისთვის;

(ე) ვიდეო/ფოტო და მისი აღწერილობა;

(ვ) მისამართი (ქვეყანა, ქალაქი, ზიპ-კოდი).

 

 

შესაძლოა, წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში აღწერილი ინფორმაცია მოვიპოვოთ სხვა ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა: 1. სოციალური ქსელები - თუ აირჩევთ თქვენი სოციალური ქსელის (ფეისბუქის) ან გუგლის მეშვეობით დარეგისტრირებას ან ბმულის მითითებას. ჩვენ შესაძლოა ინფორმაცია მოვიპოვოთ აღნიშნული სოციალური ქსელებიდან;   2. ვებგვერდის სხვა მომხმარებლები - ზოგჯერ ვებგვერდის სხვა მომხმარებლებმა შესაძლოა მოგვაწოდონ ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურისგან გამოთხოვით.  3. სხვა წყაროები - ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა წყაროებიდან.

 

ინფორმაციის გამოყენება

 

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, შევაგროვოთ ან/და გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია და  გამოვიყენოთ კონტენტი, რაც მოიცავს შემდეგს, თუმცა არ შემოიფარგლება მოყვანილი ჩამონათვალით:

  • თქვენი იდენტიფიცირება და ვებგვერდით სარგებლობა;
  • თქვენი უზრუნველყოფა ჩვენი „მომსახურებით“;
  • თქვენთან კომუნიკაცია, მათ შორის ჩვენს მომსახურებებში ცვლილებების შესახებ ინფორმირება;
  • უსაფრთხოების და სათანადო გარემოს უზრუნველყოფა მომსახურების უსაფრთხო მოწოდებისთვის;
  • კანონმდებლობის დაცვა და სასამართლო სარჩელების აღძვრა და დაცვა;
  • თქვენთვის მომხმარებლის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ჩვენი პირობების და პოლიტიკების განხორციელება;
  • ჩვენი კამპანიის / ვებსაიტის პოპულარიზაცია სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიებისთვის (მათ შორის ინფორმაციისა და მომხმარებლის კონტენტის გაზიარება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში);
  • სტატისტიკური და მომსახურების ანალიზის მიზნებისთვის.

 

თუ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა თქვენთვის მისაღებია, ჩვენ უფლება გვაქვს გამოვიყენოთ/გავაზიაროთ/ავტვირთოთ თქვენი კონტენტი ნებისმიერ არხსა და სოციალურ ქსელში.

 

მონაცემთა შეგროვება

 

თქვენ პირდაპირ გვაწვდით იმ მონაცემების უმეტესობას, რომელსაც ვაგროვებთ. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს და ვამუშავებთ მათ, როდესაც თქვენ:

  • რეგისტრირდებით ონლაინ-რეჟიმში;
  • ნებაყოფლობით ტვირთავთ ფოტოს ან ვიდეოს ან ნებისმიერ კონტენტს ჩვენს ვებგვერდზე;
  • აგზავნით ან/და იღებთ საჩუქარს/გზავნილს;
  • იყენებთ ან თვალს ავლებთ ჩვენს ვებგვერდს თქვენი ბრაუზერის ქუქი-ფაილების მეშვეობით;
  • გვეკონტაქტებით;

 

თქვენი უფლებები

 

გვსურს დავრწმუნდეთ, რომ სრულყოფილად იცნობთ თქვენი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ თქვენს ყველა უფლებას. ყოველ მომხმარებელს აქვს უფლება შემდეგზე:

(ა) წვდომის ფულება - თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლები. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ შესაძლოა მცირედი გადასახადი დაგაკისროთ;

(ბ) გასწორების უფლება - თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ, რომ შევასწოროთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, თქვენი აზრით, არაზუსტია. თქვენ ასევე გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ინფორმაციის შევსება, რომელიც, თქვენი აზრით, არასრულია;

(გ) წაშლის უფლება - თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, განსაზღვრული პირობების დაცვით;

(დ) დამუშავების შეზღუდვის უფლება - თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ, რომ შევზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, განსაზღვრული პირობების დაცვით;

(ე)  დამუშავების გაპროტესტების უფლება - თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ ჩვენი კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, განსაზღვრული პირობების დაცვით;

(ვ) მონაცემთა გადატანის უფლება -       თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ, რომ ჩვენ მიერ შეგროვებული თქვენი მონაცემები გადავცეთ სხვა ორგანიზაციას ან უშუალოდ თქვენ, განსაზღვრული პირობების დაცვით;

 

ავტორიზაციის მონაცემები და ქუქი-ფაილები

 

გვსურს გვაცნობოთ, რომ თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის ყოველი ვიზიტისას, უფლება გვაქვს შევაგროვოთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენი ბრაუზერი გვიგზავნის და რომელსაც ავტორიზაციის მონაცემები ეწოდება. აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი კომპიუტერის ინტერნეტის პროტოკოლის („IP”) მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი „მომსახურების“ გვერდები, რომლებსაც სტუმრობთ, თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი და სხვა სტატისტიკური მონაცემები.

ქუქი-ფაილები წარმოადგენს ფაილებს მონაცემთა მცირე რაოდენობით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც ანონიმური უნიკალური იდენტიფიკატორები. ისინი იგზავნება თქვენს ბრაუზერში იმ ვებგვერდიდან, რომელშიც შედიხართ და ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე.

ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ ქუქი-ფაილებს იყენებს ინფორმაციის შესაგროვებლად და ჩვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად (მაგალითად, სისტემაში რომ დარჩეთ, შეიტყოთ, თუ როგორ ისარგებლოთ ჩვენი ვებგვერდით და ა.შ.). თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, რომ მიიღოთ ან უარყოთ აღნიშნული ქუქი-ფაილები და შეიტყოთ, თუ როდის გამოეგზავნა ისინი თქვენს კომპიუტერს. თუ აირჩევთ ქუქი-ფაილების უარყოფას, შესაძლოა ვეღარ გამოიყენოთ ჩვენი „მომსახურების“ ზოგიერთი ნაწილი. 

 

მომსახურების პროვაიდერები

 

ჩვენ შესაძლოა დავიქირავოთ მესამე მხარე კომპანიები და ცალკეული პირები შემდეგი მიზნებით:

  • ჩვენი „მომსახურების“ ხელშეწყობა;
  • ჩვენი სახელით „მომსახურების“ გაწევა;
  • „მომსახურებასთან“ დაკავშირებული მომსახურებების განხორციელება; ან
  • დახმარების გაწევა ჩვენი მომსახურების გამოყენების ანალიზში.

 

გვსურს შევატყობინოთ ჩვენი მომსახურების მომხმარებლებს, რომ აღნიშნულ მესამე მხარეებს აქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე. აღნიშნული წვდომის მიზანი ჩვენი სახელით მათთვის დაკისრებული დავალებების შესრულებაა. ამასთან, ისინი ვალდებულნი არიან არ გაამჟღავნონ ან გამოიყენონ ინფორმაცია ნებისმიერი სხვა მიზნით.

 

უსაფრთხოება და პერიოდი

 

ჩვენ ვაფასებთ იმ ნდობას, რომელსაც პირადი ინფორმაციის მოწოდებისას გვიცხადებთ, ამიტომ, ვცდილობთ გამოვიყენოთ მის დასაცავად კომერციულად მისაღები საშუალებები. ამასთან, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით გადაცემის ან ელექტრონული შენახვის არცერთი მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო და საიმედო და შესაბამისად, აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას ვერ ვიძლევით.

 

ჩვენ 1 წლის განმავლობაში შევინახავთ ინფორმაციას, რომელიც მითითებულია განყოფილებაში „ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება“. თქვენს მონაცემებს წავშლით აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდეგ.

 

 

სხვა ვებგვერდების ბმულები

 

ჩვენი მომსახურება შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებგვერდების ბმულებს. თუ დააწკაპუნებთ მესამე მხარის ბმულზე, გადამისამართდებით შესაბამის ვებგვერდზე. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვმართავთ ამ გარე ვებგვერდებს, ამიტომ, გირჩევთ, გადახედოთ მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ არ ვაკონტროლებთ და პასუხისმგებელნი არ ვართ მესამე მხარის ვებგვერდების თუ მომსახურებების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე ან პრაქტიკაზე.

 

 

ცვლილებები წინამდებარე კონფდენციალობის პოლიტიკაში

 

ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა დროდადრო შესაძლოა განახლებას დაექვემდებაროს. შესაბამისად, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ ამ გვერდს და შეამოწმოთ, ხომ არ განიცადა ცვლილებები. ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ამ გვერდზე ახალი კონფედენციალობის პოლიტიკის განთავსებით. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ამ გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.

 

დაგვიკავშირდით

 

ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვების ან შემოთავაზებების შემთხვევაში, შეგიძლიათ უყოყმანოდ დაგვიკავშირდეთ.