ხ.დ.კ.

ამანათის წონა უნდა იყოს 20 კგ-მდე.

ზომა - 105სმx105სმx105სმ (ან 2მ. - სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

ნარკოტიკები და ფსიქოტროპული მედიკამენტები.

საკვები პროდუქტის გაგზავნა აკრძალულია . ასევე აკრძალულია სხვადასხვა ტიპის სუნელის გაგზავნაც (გამონაკლისია სახმელეთო ამანათით გაგზავნა შემდეგ ქვეყნებში: საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია).

უხამსი ან ამორალური ხასიათის საგნები. კონტრაფაქტული და მეკობრული საგნები.

აკრძალულია ინერტული ფეთქებადი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა, მათ შორის ინერტული ყუმბარები და ჭურვები და სხვა ანალოგიური საგნები, ასევე ასეთი მოწყობილობების და საგნების მულაჟები. ასევე რადიაქტიული ნივთიერებები და ინფექციური ნივთიერებები.

აკრძალულია ლითიუმის ელემენტები და ლითიუმის ბატარიების (როგორც ცალკე, ასევე მოწყობილობაში მოთავსებული) გაგზავნა.

აკრძალულია ცოცხალი ცხოველების გაგზავნა.

აკრძალულია მონეტებისა და კუპიურების გაგზავნა. ასევე პლატინა, ოქრო, ვერცხლი (როგორც ნაკეთობის, ასევე დაუმუშავებელი სახით), ძვირფასი ქვები, საიუველირო ნაწარმი და სხვა ძვირფასი ნივთები.